Wednesday, November 19, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღე ნაყოფიერი და შთამბეჭდავი იყო. თითოეულმა მსმენელმა წარმოადგინა პტოექტის პრეზენტაცია. თემები საინტერესოდ იყო წარმოდგენილი.
მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს ქალბატონ ნინოს ტრენინგის საინტერესოდ, ნაყოფიერ და სასიამოვნო გარემოში წარმართვისათვის.  

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ჩვენ ვაგებთ გულმკერდის მოდელს

Saturday, November 15, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვფიქრობ,რომ დღევანდელმა დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. შევადგინეთ პროექტის შაბლონი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. ჩამოვაყალიბეთ პროექტის მონახაზი, საჭირო მასალა და რესურსები.

Wednesday, November 12, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღემ საინტერესოდ ჩაიარა. შევადგინეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.  ბლოგზე ვისწავლეთ გაჯეტების დამატება, სასურველი ვიდეო და ფოტოსურათის ატვირთვა. შევადგინეთ კითხვარი და ვიზიტორების მთვლელი.

Saturday, November 8, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. განვსაზღვრეთ პოექტის შეფასების კრიტერიუმები როგორც განმავითარებელი , ასევე განმსაზღვრელი.  შევარჩიეთ როგორც თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.  აღნიშნული დღე დამეხმარება პროექტის სრულფასოვნად  მომზადებაში.

Wednesday, November 5, 2014

მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ,რომ ტრენინგმა სამუშაო გარემოსი ჩაიარა. ვისწავლეთ პროექტის ფარგლებში მიმართულების მიმცემი შეკითხვების სწორი ფორმულირება და მისი კრიტერიუმები. განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები და შედეგები და შევუსაბამეთ საგნობრივ სტანდარტს. ასევე ვიმუშავეთ Google Drive-ში,ვისწავლეთ ფაილის მიბმა და გამოქვეყნება.